Thursday, May 20, 2010

galaktion tabidzis biografia







გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანის რაიონ სოფელ ჭყვიშში. მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი - სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად ფლობდა ბერნულ და არაბულ ენებს.

ჭყიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II-ის მიერ გაცემული ’’წყალობათა წიგნით’’ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან.

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე 8 თვით ადრე გარდაცვლილა. გაზეთ ’’ივერიაში’’ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ხაზგასმული იყო მისი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა ჭვიშსი.

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები აპხაზეტის მტავრებს - შარვაშიძეებს ენათესავებოდნენ. პოეტის დედა მაკრინე ადეიშვილი სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განათლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივებულს სანაქებო პატრონობა გაუწევია შვილებისათვის.

1910 წელს გალაკტიონ ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის - ’’შუქის’’ გამოცემას. მისი ცხოვრება ამ პერიოდიდან სავსე იყო მძაფრი შინაგანი წინააღმდეგობებით. მატროსულობის განცდა და ამით გამოწვეული ტკივილი გასდევს პოეტის იმ დროინდელ ლექსებს. 1909 წელს მან თვითმკვლელობაც სცადა: თავი მოიწამლა, მაგრამ მოხერხდა მისი გადარჩენა.


გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. ერთხანს ბათუმშიც მუშაობდა მასწავლებლად. 1911 წელს პოეტი ქუთაისში გადავიდა. ამ პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთების - ’’კოლხიდას’’ და ’’თანამედროვე აზროვნების’’ რედაქციებთან.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო, მატერიალურად მეტად უჭირდა.

1912 წელს ტაბიძემ ლიტერატურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისმა ლექსმა - ’’უხილავი’’ პრემია დაიმსახურა.

გალაქტიონის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. ხშირად ესა თუ ის საზოგადო მოღვაწე თავის საღამოზე, ბევრი ადამიანის მოზიდვის მიზნით, აფიშაზე წერდა: ამ საღამოს დაესწრება გალაკტიონ ტაბიძე, ისე რომ, თავად დიდმა პოეტმა სულაც არ იცოდა ამის შესახებ.

1912 წელს გალაკტიონმა ქუთაისში გაიცნო ოლღა ოკუჯავა, რომელიც მისი მეუღლე გახდა 1916 წე;ს.

1914 წელს გამოვიდა გალაკტიონის ლექსების კრებულის პირველი წიგნი. 1919 წელს მას მეორე კრებულიც მოჰყვა.

1916 წელს ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალში ’’ცისფერი ყანწები’’ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები, მაგრამ შემდეგ მას უსიამოვნება შეემთხვა ვალერიან გაფრინდაშვილთან და პაოლო იაშვილთან, რის შემდეგაც პოეტი ჩამოშორდა ’’ცისფერ ყანწებს’’.

იგი კვლავ მარტოსულის მიუსაფრობას, სულის ობლობას განიცდიდა. ერთი შეხედვით, მისი მოღვაწეობის ქრონიკა საკმაოდ დატვირთულია და წარმატებით აღბეჭდილი, მაგრამამ მშრალი ფაქტებისა და თარიღების მიღმა უნდა ვიგულისხმოთ ტკივილით გულდასერილი პოეტი, ღარიბი შემოქმედი, რომელსაც რიგიანი ფეხსაცმელი და პალტოც კი არ გააჩნია, არ აქვს ბინა, არ ჰყავს გვერდით მეგობარი, გულშემატკივარი, ნუგეშისმცემელი და სხვ.

1918 წელს გალაკტიონმა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები დაასრულა.

1922 წელს გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით, გამოვიდა ჟურნალი - ’’ლომისი’’, ამავე პერიოდში მან საკუთარი ლიტერატურული ორგანოც დააარსა, რომელსაც ’’გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი’’ უწოდა.

პოერი 1921-1924 წლებში საქართველოში მომხდარ ტრაგედიას, ჩვენს ქვეყანაში რუსული ჯარების შემოსვლას გამოეხმაურა, პოემით - ’’მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა’’. ჟურნალ ’’მნათობის’’ ის ნომერი, სადაც პოემა დაიბეჭდა, გაანადგურეს და მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გადარჩა, ხოლო გალაკტიონი მეტეხის ციხეში მოათავსეს.

ერთხანს გალაკტიონ ტაბიძე ’’აკადემიურ მწერალთა ასოციაციის’’ წევრი იყო, მოგვიანებითის ხელს აწერდა 1927 წელს დაარსებული ახალი ლიტერატურული დაჯგუფებების - ’’არიფიონის’’ მანიფესტს. თუმცა, არც ერთ ორგანიზაციაში აქრიური მონაწილეობა არ მიუღია.

1928 წელს ჩატარდა პოეტის სალიტერატურო მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავი იუბილე. რამდენიმე წლის შემდეგ, 1933 წელს პოეტს სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს და ოპერის თეატრში მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავი აღნიშნეს. 1935 წელს გალაკტიონმა მწერალთა ანტიფაშისტურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ამ მიზნით მან პარიზში იმოგზაურა.

1936 წელს პოეტს ლენინის ორდენი მიანიჭეს.

მიუხედავად ამ წარმატებული ქრონიკისა, გალაკტიონი ხშირად განიცდიდა უყურადღებობას, როგორც ხელისუფალთა, ისე თანამოკალმეთა მხრიდან. პრესაში პერიოდულად იბეჭდებოდა მტრული გამოხდომები მის წინააღმდეგ. ყოველივეს დაემატა ისიც, რომ 1929 წელს უზბეკეთში პოლიტიკური ბრალდებით გადაასახლეს მისი მეუღლე. მართალია 1932 წელს ის საქართველოში კვლავ დაბრუნდა, მაგრამ 1937 ოლია ოკუჯავა უკვე მეორედ დააპატიმრეს და ამჯერად სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

1944 წელს გალაკტიონი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წლის 7 ნოემბერს გალაკტიონმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამგლოვიარო მსვლელობაში ლამის მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა. პოეტის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.